saqarTvelos uReltexilebi - Trusos uReltexili
კოორდინატები | 42°39`00` ჩ. გ. 44°14`21` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3150 მ |
ქედი | თრუსოს ქედი |
უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედისა და ხოხის ქედის შემაერთებელ თრუსოს ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3150 მ. საცალფეხო გადასასვლელი თერგის ხეობიდან (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) ლიახვის ხეობაში (ჯავის მუნიციპალიტეტი). კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.